ნონა გაფრინდაშვილის სახელობის თბილისის ჭადრაკის სასახლეში გრძელდება საქართველოს 78-ე ჩემპიონატი ვაჟ მოჭადრაკეთა შორის. ოთხშაბათს 1/2 ფინალური ეტაპის განმეორებითი პარტიები გაიმართა:
ლუკა პაიჭაძე-გიგა ყუფარაძე 1:0
ლევან ფანცულაია-დავით არუთინიანი 1:0
ორი ტურის შემდეგ, ორივე პარტიაში ანგარიში გათანაბრდა. დღეს, 12 საათზე ტაი-ბრეიქები გაიმართება და ფინალისტები გამოვლინდება.