ჭადრაკის სასახლეში ნონა გაფრინდაშვილის სახელობის ტურნირი დაიწყო #1TVSPORT
ჭადრაკის სასახლეში ნონა გაფრინდაშვილის სახელობის ტურნირი დაიწყო #1TVSPORT

ნონა გაფრინდაშვილის სახელობის ჭადრაკის სასახლეში ტურნირების სერია გრძელდება.

უკვე დასრულდა მაია ჩიბურდანიძის სახელობის შეჯიბრი. ტურნირი მამაკაცთა შორის დავით ჯოჯუას გამარჯვებით დასრულდა, ქალთა შორის კი ნანა ძაგნიძემ პირველობა არავის დაუთმო.

ჭადრაკის სასახლეში დღეს სტარტი აიღო ნონა გაფრინდაშვილის სახელობის ტურნირმა.

პირველობისთვის 15 მამაკაცი და 15 ქალი მოჭადრაკე იბრძოლებს. ტურნირების სერია 16 სექტემბერს დასრულდება.