ჭადრაკში საქართველოს ჩემპიონი გიგა ყუფარაძე გახდა
ჭადრაკში საქართველოს ჩემპიონი გიგა ყუფარაძე გახდა

ნონა გაფრინდაშვილის სახელობის თბილისის ჭადრაკის სასახლეში ვაჟ მოჭადრაკეთა შორის საქართველოს 78-ე ეროვნული ჩემპიონატის გამარჯვებულები გამოვლინდნენ.

საქართველოს ჩემპიონის ტიტულისთვის 16 მოჭადრაკე იბრძოდა. ფინალში ლევან ფანცულაია და გიგა ყუფარაძე გავიდნენ.

მათი ორივე კლასიკური პარტია 1-1 დასრულდა. გამარჯვებულის გამოსავლენად დაინიშნა ტაი-ბრეიკი. პირველი 25 -წუთიანი პარტია (ყოველ სვლაზე 10-10 წამის დამატებით) ყუფარაძემ მოიგო, ხოლო მე-2 პარტიაში ყაიმი დაფიქსირდა. გიგა ყუფარაძე საქართველოს ჩემპიონი პირველად გახდა.

ბრინჯაოს მედლისთვის პაექრობა დავით არუთინიანსა და ლუკა პაიჭაძეს შორის საკმაოდ დაძაბული აღმოჩნდა.
დავით არუთიანიანის და ლუკა პაიჭაძის პირველი მიკრო-მატჩი (25 წთ.) 1:1 დასრულდა, ხოლო მეორე მატჩში (10წთ.) არუთიანიანის გამარჯვება დაფიქსირდა.