გიგა ბოკერიას ინფორმაციით, სამართალდამცველებმა უთხრეს, რომ ვითარებას განარიდეს და გამოუშვეს
გიგა ბოკერიას ინფორმაციით, სამართალდამცველებმა უთხრეს, რომ ვითარებას განარიდეს და გამოუშვეს

„ევროპული საქართველოს“ ​ერთ-ერთი ლიდერის, გიგა ბოკერიას ინფორმაციით, ის და თენგიზ გუნავა სამართალდამცველემა მანქანაში ჩასვეს, შემდეგ კი უთხრეს, რომ სახიფათო ვითარებას განარიდეს და გამოუშვეს.

მისივე ინფორმაციით, სამართალდამცველებმა წალმის გამო დააკავეს.

აქციის მონაწილეების ინფორმაციით, სამართალდამცველებმა გიგა ბოკერიასა და თენგიზ გუნავას გარდა, კიდევ ორი პირი წაიყვანეს, რომლებიც სავარაუდოდ დაკავებულები არიან.

ამასთან, გივი თარგამაძის ინფორმაციით, სამართალდამცველებმა მანქანაში ჩასვეს და წაიყვანეს მისი ძმაც, რომელიც სავარაუდოდ დაკავებულია.

სამართალდამცველები რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციის მონაწილეებს შეშისა და კასრების მიტანის შესაძლებლობას არ აძლევენ, რის გამოც დემონსტრანტებსა და სამართალდამცველებს შორის რამდენჯერმე შელაპარაკება მოხდა. აქციის მონაწილეებმა ადგილზე წალმის მიტანა სცადეს, თუმცა, მათი თქმით, სამართალდამცველებმა ამის საშუალებაც არ მისცეს.