გიგა ბოკერიას ინფორმაციით, სამართალდამცველებმა უთხრეს, რომ ვითარებას განარიდეს და გამოუშვეს
„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის, გიგა ბოკერიას ინფორმაციით, ის და თენგიზ გუნავა სამართალდამცველემა მანქანაში ჩასვეს, შემდეგ კი უთხრეს, რომ სახიფათო ვითარებას განარიდეს და გამოუშვეს.
მისივე ინფორმაციით, სამართალდამცველებმა წალმის გამო დააკავეს.
აქციის მონაწილეების ინფორმაციით, სამართალდამცველებმა გიგა ბოკერიასა და თენგიზ გუნავას გარდა, კიდევ ორი პირი წაიყვანეს, რომლებიც სავარაუდოდ დაკავებულები არიან.
ამასთან, გივი თარგამაძის ინფორმაციით, სამართალდამცველებმა მანქანაში ჩასვეს და წაიყვანეს მისი ძმაც, რომელიც სავარაუდოდ დაკავებულია.