გიგა ბოკერია - ჩვენ მაგრად მივქარეთ, რომ დამოუკიდებელი სასამართლო არ შევქმენით
ჩვენ მაგრად მივქარეთ, რომ დამოუკიდებელი სასამართლო არ შევქმენით, ისეთი, როგორიც საჭირო იყო, თუმცა დღევანდელისგან განსხვავებით, სერიოზული ამოცანები გვქონდა, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრმა, გიგა ბოკერიამ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განაცხადა, სადაც უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატს მამუკა ვასაძეს უსმენენ.
გიგა ბოკერიამ მამუკა ვასაძეს მიმართა და აღნიშნა, რომ მოსამართლისთვის მნიშვნელობა არ უნდა ჰქონდეს ესა თუ ის პირი ოპოზიციაში იქნება, თუ ხელისუფლებაში.
„თქვენთვის მნიშვნელობა არ უნდა ჰქონდეს, ანრი ოხანაშვილი ხელისუფლებაშია, თუ ოპოზიციაში, მე ხელისუფლებაში ვარ, თუ ოპოზიციაში, ამის მიხედვით კი არ უნდა წყვეტდეთ საქმეებს, უნდა წყვეტდეთ კანონის მიხედვით. თქვენ და თქვენნაირები, მათ შორის, თქვენი უფროსი ფარცხალაძე, იყო ჩვენ დროს ხელისუფლებაში. მაგრად მივქარეთ, რომ დამოუკიდებელი სასამართლო არ შევქმენით, ისეთი როგორიც საჭირო იყო, თუმცა დღევანდელისგან განსხვავებით სერიოზული ამოცანები გვქონდა, რაც არ ამართლებს ამ შეცდომას, მერე გადალაგდით აქ ამათთან. ხვალ გაქვთ იმედი, რომ იგივე მოხდება. მე გპირდებით, რომ იგივე არ მოხდება. კოლეგებს მინდა ვუთხრა, მოემზადეთ ოპოზიციაში სამყოფად და პრაგმატულად შეხედეთ ამ საკითხს“, – განაცხადა გიგა ბოკერიამ.