გიგა ბოკერია - ჩვენი მხრიდან პლებისტიცი არის კომპრომისული წინადადება, რადგან საზოგადოების თავისუფალ ვერდიქტს ყველა უნდა დაემორჩილოს
გიგა ბოკერია - ჩვენი მხრიდან პლებისტიცი არის კომპრომისული წინადადება, რადგან საზოგადოების თავისუფალ ვერდიქტს ყველა უნდა დაემორჩილოს

„ევროპული საქართველოს“ წევრ გიგა ბოკერიას განცხადებით, ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელთან შეხვედრაზე პლებისციტის საკითხზეც იყო საუბარი.

ბოკერიას თქმით, ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით პლებისციტი მათი მხრიდან კომპრომისული წინადადებაა.

„დიდი ხანია, ეს საჯაროდ ცნობილია, არაფერი სიახლე არაა. დეტალურად მოხდა ამის ახსნაც. მინდა გითხრათ, რომ ეს იყო „ევროპული საქართველოს“ ინიციატივით დაყენებული საკითხი, თავის დროზეც კი. ჩვენ მხარს ვუჭერთ ამას, როგორც სერიოზულ კომპრომისს. პლებისციტის კითხვა უნდა იყოს, გსურთ თუ არა ამა და ამ კონკრეტულ თარიღში, და არა შორეულ მომავალში, ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები.

რა თქმა უნდა, პლებისციტი უნდა ჩატარდეს სამართლიან, თავისუფალ ატმოსფეროში, რაც გულისხმობს უპირველესად პოლიტიკური დევნის შეჩერებას, პოლიტპატიმრების გათავისუფლებას და რეფორმების იმ პაკეტს, რომელიც უკვე შეტანილია ოპოზიციის მხრიდან. ეს ჩვენი მხრიდან სწორედ ამიტომაა კომპრომისული წინადადება, რომ ჩვენი საზოგადოების თავისუფალ ვერდიქტს ყველა უნდა დაემორჩილოს“, – განაცხადა გიგა ბოკერიამ.