არ მოველოდი, რომ ასეთი კარგი საღამო გამოვიდოდა, – ასე შეაფასა გია ყანჩელმა პირველ არხთან საუბრისას მუსიკალური საღამო.
კომპოზიტორის შემოქმედებითი საღამო ღია ცის ქვეშ თბილისურ ეზოში გაიმართა. ნიკოლოზ რაჭველთან და სიმფონიური ორკესტრის მუსიკოსებთან ერთად, სიმღერები ცნობილი კინოფილმებიდან ნატო მეტონიძემ და ლიზა ბაგრატიონმა შეასრულეს. კონცერტი ორი საათის განმავლობაში გაგრძელდა და მასზე დასწრება თავისუფალი იყო.
„ყანჩელის თბილისური ეზო“ არტარეას და თბილისის მერიის მხარდაჭერით განხორციელდა.