„თბილისობის“ გალაკონცერტი გია ყანჩელის ხსოვნას მიეძღვნება
„თბილისობის“ გალაკონცერტი გია ყანჩელის ხსოვნას მიეძღვნება

5 ოქტომბერს, „თბილისობის“ ფარგლებში დაგეგმილი გალაკონცერტი კომპოზიტორ გია ყანჩელის ხსოვნას მიეძღვნება. ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს დედაქალაქის მერიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში განუცხადეს.

საპატიო თბილისელების დაჯილდოება და გალაკონცერტი „მე ვარ თბილისი“ ორბელიანის მოედანზე, 20:00 საათზე დაიწყება.

კომპოზიტორი გია ყანჩელი დღეს 84 წლის ასაკში გარდაიცვალა.