ჰააგის მთავარ სამრეკლოში გია ყანჩელის მელოდიები დაუკრეს

ქართველი კომპოზიტორის, გია ყანჩელის პატივსაცემად St. Jacobs-ის სახელობის უძველესი ეკლესიის სამრეკლოს ყველაზე მაღალი წერტილიდან მისი უკვდავი ნაწარმოებები აჟღერდა.

ქართული ნაწარმოების ჰააგის მთავარ სამრეკლოში ცოცხლად შესრულების იდეის ავტორია ნიდერლანდების სამეფოში საქართველოს ახალგაზრდა ელჩი ერეკლე კოპლატაძე.

ვიდეო ჰააგის მთავარი სამრეკლოდან სოციალურ ქსელში ვრცელდება.