გია ვოლსკის განცხადებით, ნინო ქადაგიძის კანდიდატურის მხარდაჭერის საკითხზე უმრავლესობაში ჯერ არ უმსჯელიათ
პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერის, გია ვოლსკის განცხადებით, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატის, ნინო ქადაგიძის მხარდაჭერის საკითხზე საპარლამენტო უმრავლესობაში მსჯელობა ჯერ არ გამართულა.
როგორც ჟურნალისტებს ვოლსკიმ განუცხადა, კანდიდატურა რეგლამენტის შესაბამისად განიხილება.
„მიჩვეული ვართ, რომ პროტესტი ისმის. ამ კანდიდატურის საკმაოდ ინტენსიური და ხანგრძლივი გამოკითხვა მიმდინარეობდა. აღნიშნულ საკითხზე ჯერ კოლეგებთან არ მისაუბრია, შეჯერებული პოზიცია გვექნება“, – აღნიშნავს გია ვოლსკი.
იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარედ ნინო ქადაგიძის კანდიდატურა დღეს 12 ხმით შეარჩია.