იუსტიციის საბჭომ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარედ ნინო ქადაგიძის კანდიდატურა შეარჩია
იუსტიციის საბჭომ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარედ ნინო ქადაგიძის კანდიდატურა შეარჩია

იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარედ ნინო ქადაგიძის კანდიდატურა 12 ხმით შეარჩია. კანდიდატურის შესარჩევად საბჭომ კონსულტაცია უზენაესი სასმართლოს მოსამართლეებთან გამართა.

ნინო ქადაგიძის კანდიდატურა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ოთხმა მოსამართლე წევრმა დააყენა. კანდიდატს ხმა არ მისცა ნაზი ჯანეზაშვილმა. უზენაეს სასამართლოში საბჭოს გასვლით სხდომაზე სხვა კანდიდატურა და სხვა საკითხი არ დაყენებულა. საბჭოს სხდომა პროტესტის ნიშნად დატოვა არამოსამართლე წევრმა ანა დოლიძემ და კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიუღია. მან განაცხადა, რომ ეს პროცესი არის ფარსი. მანამდე კი, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებთან კონსულტაციებისას ნინო ქადაგიძის კანდიდატურასთან ერთად დასახელდა შალვა თადუმაძის კანდიდატურაც, თუმცა მისი კანდიდატურა საბჭოს სხდომაზე აღარ დასახელებულა.

საბჭოს წევრებმა საკანონმდებლო ორგანოსთვის წარსადგენად უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის კანდიდატურა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შემადგენლობიდან შეარჩიეს.

უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის პოსტი 2018 წლის 2 აგვისტოდან გახდა ვაკანტური. ნინო გვენეტაძემ თანამდებობა საკუთარი სურვილით, ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო დატოვა.

დატოვე კომენტარი