გია ვოლსკი - თემირლან მაჩალიკაშვილის საქმეზე გამოძიების შეწყვეტას სერიოზული დასაბუთება სჭირდება
საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი გია ვოლსკი აცხადებს, რომ თემირლან მაჩალიკაშვილის საქმეზე გამოძიების შეწყვეტა უფრო მეტ კითხვას გააჩენს.
როგორც ჟურნალისტებს ვოლსკიმ განუცხადა, საგამოძიები პროცესის უთქმელად შეწყვეტა სწორი არ იქნება.
„გამოძიების შეწყვეტას სერიოზული დასაბუთება სჭირდება, რადგან პარლამენტში დახურულ სხდომაზე, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა რა მასალაც წარმოგვიდგინა, საკმაოდ სერიოზულ საფუძველს იძლევა იმისთვის, რომ დასკვნები გააკეთოს არა მხოლოდ პოლიტიკურმა ჯგუფებმა, არამედ საზოგადოებამ. ეს სამართლებრივ ნაწილზე როგორ აისახება, შეწყდება, გაგრძელდება თუ სასამართლოში გადაინაცვლებს, ამაზე კომპეტენტური არ ვარ, რომ პასუხი გაგცეთ“, – განაცხადა ვოლსკიმ.
საქართველოს გენერალურ პროკურატურაში არ ადასტურებენ გავრცელებულ ინფორმაციას თემირლან მაჩალიკაშილის საქმეზე გამოძიების შეწყვეტის შესახებ. როგორც პროკურატურაში აცხადებენ, საქმეზე ინტენსიური საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.