გენერალური პროკურატურა – თემირლან მაჩალიკაშვილის საქმეზე ინტენსიური საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს

15:05, 05.11.2019

საქართველოს გენერალურ პროკურატურაში არ ადასტურებენ გავრცელებულ ინფორმაციას თემირლან მაჩალიკაშილის საქმეზე გამოძიების შეწყვეტის შესახებ.

როგორც პროკურატურაში აცხადებენ, საქმეზე ინტენსიური საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.

„გავრცელებულ ინფორმაციას არ ვადასტურებთ. თემირლან მაჩალიკაშვილის საქმეზე მიმდინარეობს ინტენსიური საგამოძიებო მოქმედებები“, – განაცხადეს პროკურატურაში.

თემირლან მაჩალიკაშვილი პანკისში, სოფელ დუისში სპეცოპერაციის დროს დაიჭრა და რამდენიმე დღეში საავადმყოფოში გარდაიცვალა.

მსგავსი