გია ვოლსკი - როცა ადამიანები ცდილობენ, სახელმწიფო უწყებები დაბლოკონ, შესაბამისი ზომებია მისაღები, რათა ქვეყანა არ გაჩერდეს
როცა ადამიანები ცდილობენ, სახელმწიფო უწყებები დაბლოკონ, საჭიროა შესაბამისი ზომების გატარება, რომლებიც დემოკრატიის სტანდარტს შეესაბამება , – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა გია ვოლსკიმ ოპოზიციის მიერ დაანონსებულ ბლოკირების გეგმასთან დაკავშირებით განაცხადა.
„არ არის ეს მარტო საქართველოს ნოუ ჰაუ. როცა ადამიანები ცდილობენ, რომ სახელმწიფო უწყებები დაბლოკონ, ქვეყანა რომ არ გაჩერდეს, შესაბამისი ზომებია მისაღები. რას გადაწყვეტს ამაზე პასუხისმგებელი სტრუქტურა, მე არ ვიცი, ვერც ვუკარნახებ. ჩვენთან მართვის ეს სისტემა არ არის, მაგრამ ჩემი აზრი თუ გაინტერესებთ, დღეს ხდება სწორედ ის, რაც ქვეყნის დამაზიანებელთა უკვე ცნობილ ბრიგადას განზრახული აქვს, და არა მარტო დაბლოკვით, სხვა გემგებიც აქვთ“ ,- განაცხადა გია ვოლსკიმ.
თბილისში 25 ნოემბერს საპროტესტო აქცია, 26 ნოემბერს კი, პარლამენტის პიკეტირება იგეგმება. ოპოზიციისა და აქციის ორგანიზატორების სამომავლო გეგმებთან დაკავშირებით განცხადებები პარლამენტის წინ მიმდინარე აქციაზე გუშინ გაკეთდა.