გია ვოლსკი - „მაუწყებლობის შესახებ“ კანონი სარეკლამო ბაზარს არ დააზიანებს და ეს კანონი უნდა მივიღოთ
“მაუწყებლობის შესახებ” კანონი სარეკლამო ბაზარს არ დააზიანებს და შესაბამისად ეს კანონი უნდა მივიღოთ, – ეს განმარტება საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გია ვოლსკიმ გააკეთა და განმარტა, რომ მმართველ გუნდში ამ საკითხთან დაკავშირებით აზრთა სხვადასხვაობაა, თუმცა მოწინააღმდეგეების მოსაზრებები პრეზიდენტის შენიშვნებთან თანხვედრაში არაა.
„ამაზე ერთს ვიტყვი, რომ ეს კანონი უნდა მივიღოთ. სექტემბერში აუცილებელია საზოგადოებრივი მაუწყებლის ხელმძღვანელის ანგარიშის მოსმენა და სიღრმისეულად განხილვა, იმ ვითარების, რაც ამ კანონპროექტით შეიქმნება”, – განაცხადა გია ვოლსკიმ.
გია ვოლსკის შეფასებით, კანონში ცვლილებების შეტანის შემდეგ, თანხას, რომელსაც საზოგადოებრივი მაუწყებელი სარკლამო ბაზრიდან მიიღებს სარეკლამო ბაზარს არ დააზიანებს და ეს გახდება წინაპირობა, რომ საზოგადოებრივი მაუწყებელი მართლა იმ სტანდარტზე გადავიდეს, რაც ყველას სჭირდება.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, რომ საპარლამენტო უმრავლესობა „მაუწყებლობის შესახებ“ კანონზე ვეტოს დაძლევისთვის ემზადება.
პარლამენტი „მაუწყებლობის შესახებ“ კანონპროექტზე მიმდინარე სასესიო კვირას იმსჯელებს.