გია ვოლსკი - კარგია, რომ რუსულმა ავიაკომპანიამ აფხაზეთი და ცხინვალი ამოიღო იმ სიიდან, სადაც ისინი დამოუკიდებელ სახელმწიფოებად იყვნენ ნახსენები
რუსეთის ფედერაციის კომპანიისგან არ უნდა ველოდოთ, რომ საქართველოს დამოუკიდებლობის ლოზუნგებით იფრენენ, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა.
ვოლსკის განცხადებით, ფაქტია, რომ ამ საკითხთან მიმართებაში გადაწყვეტილება მიიღეს და კარგია, რომ აფხაზეთი და ცხინვალი ამოიღეს იმ სიიდან, სადაც ისინი დამოუკიდებელ სახელმწიფოებად იყვნენ ნახსენები.
„მთავარია, კომპანიები არ იყოს სანქცირებული. ადამიანი, რომელიც დღეს რუსეთის ბიუჯეტიდან იკვებება, ის რომ ამ კომპანიის სანქცირებაზე საუბრობს, ეს შეუსაბამოა იმ რეალობასთან, რაც დღეს გაგვაჩნია“, – განაცხადა ვოლსკიმ.
რუსულმა ავიაკომპანია „აზიმუტმა“ რუსეთის მიერ ოკუპირებული საქართველოს რეგიონები – აფხაზეთი და ე.წ. სამხრეთ ოსეთი ქვეყნების ჩამონათვალიდან ამოიღო.