გია ვოლსკი - იმის გამო, რომ არ უნდათ ხარჯების გასაჯაროება და არც იმის თქმა, რაში იხარჯება საკმაოდ სოლიდური თანხები, ქვეყნის დასანქცირებას ითხოვენ, რაც ამორალურია
როგორ ხდება ისე, რომ ეს თანხები ისეთ პროექტებში ხვდება, რომლებიც აშკარად ქვეყანაში დესტაბილიზაციას ემსახურება, ეს ამორალურიც არის და ბევრ რამეს ცხადყოფს, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა.
ვოლსკიმ კომენტარი გააკეთა „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ აღმასრულებელი დირექტორის, ეკა გიგაურის განცხადებასთან დაკავშირებით, რომელმაც სოციალურ ქსელში დაწერა, რომ „დასავლეთი უნდა დადგეს საქართველოს გვერდით, თუნდაც სანქციების გამოყენებით, რათა დაიცვას დემოკრატია რეგიონში“.
„ეს ამორალური მოთხოვნაა, პოლიტიკურ ნაწილს რომ თავი დავანებოთ. იმის გამო, რომ არ უნდათ ხარჯების გასაჯაროება და არც იმის თქმა, რაში იხარჯება საკმაოდ სოლიდური თანხები, ქვეყნის დასანქცირებას ითხოვენ. როგორ ხდება ისე, რომ ეს თანხები ისეთ პროექტებში ხვდება, რომლებიც აშკარად ქვეყანაში დესტაბილიზაციას ემსახურება? ეს ამორალურიც არის და ბევრ რამეს ცხადყოფს. კერძოდ, რას წარმოადგენენ არასამთავრობო ორგანიზაციები ქვეყნის ინტერესებთან მიმართებაში“, – განაცხადა ვოლსკიმ.