ეკა გიგაური – დასავლეთი უნდა დადგეს საქართველოს გვერდით, თუნდაც სანქციების გამოყენებით, რათა დაიცვას დემოკრატია რეგიონში
დასავლეთი უნდა დადგეს საქართველოს გვერდით, თუნდაც სანქციების გამოყენებით,რათა დაიცვას დემოკრატია რეგიონში, – ამის შესახებ „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ აღმასრულებელი დირექტორი ეკა გიგაური „ტვიტრზე“ წერს.
„დემოკრატია საფრთხეშია, რადგან მმართველმა პარტიამ და მისმა დამფუძნებელმა ბიძინა ივანიშვილმა შემოიღო რუსული სტილის კანონი, რათა გააჩუმოს სამოქალაქო საზოგადოება და მედია. ათასობით ადამიანი დემოკრატიის სახელით გამოთქვამს პროტესტს სამთავრობო პროპაგანდის წინააღმდეგ. დასავლეთი უნდა დადგეს საქართველოს გვერდით, თუნდაც სანქციების გამოყენებით, რათა დაიცვას დემოკრატია რეგიონში“,- წერს გიგაური სოციალურ ქსელში.
🇬🇪 democracy is under threat as ruling party & founder Bidzina Ivanishvili push Russian-style laws silencing civil society & media. Thousands protest for democracy resisting govt propaganda. The West must stand with 🇬🇪, using even sanctions, to safeguard democracy in the region pic.twitter.com/fwwvG0x0pI
— Eka Gigauri (@ekagigauri_) April 21, 2024