ეკა გიგაური - დასავლეთი უნდა დადგეს საქართველოს გვერდით, თუნდაც სანქციების გამოყენებით, რათა დაიცვას დემოკრატია რეგიონში
დასავლეთი უნდა დადგეს საქართველოს გვერდით, თუნდაც სანქციების გამოყენებით,რათა დაიცვას დემოკრატია რეგიონში, – ამის შესახებ „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ აღმასრულებელი დირექტორი ეკა გიგაური „ტვიტრზე“ წერს.
„დემოკრატია საფრთხეშია, რადგან მმართველმა პარტიამ და მისმა დამფუძნებელმა ბიძინა ივანიშვილმა შემოიღო რუსული სტილის კანონი, რათა გააჩუმოს სამოქალაქო საზოგადოება და მედია. ათასობით ადამიანი დემოკრატიის სახელით გამოთქვამს პროტესტს სამთავრობო პროპაგანდის წინააღმდეგ. დასავლეთი უნდა დადგეს საქართველოს გვერდით, თუნდაც სანქციების გამოყენებით, რათა დაიცვას დემოკრატია რეგიონში“,- წერს გიგაური სოციალურ ქსელში.