გია ვოლსკი - ევროპარლამენტის კონფიგურაცია არ არის მნიშვნელოვნად შეცვლილი, მნიშვნელობა აქვს იმას, რომ რიგ ქვეყნებში, განსაკუთრებით, საფრანგეთსა და გერმანიაში, ამ კონსერვატიულმა მიდგომებმა გაიმარჯვა
ევროპარლამენტის კონფიგურაცია მნიშვნელოვნად არ არის შეცვლილი. აქ მნიშვნელობა აქვს იმას, რომ მთელ რიგ ქვეყნებში, განსაკუთრებით, საფრანგეთსა და გერმანიაში, სწორედ ამ კონსერვატიულმა მიდგომებმა და ხედვამ გაიმარჯვა, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა.
ვოლსკის თქმით, ეს არის რეალობა, რომელმაც თვალი უნდა გავუსწოროთ.
„ამ საკითხებთან დაკავშირებით არავითარი ჟივილ-ხივილი არ გვაქვს, მაგრამ ფაქტია, რომ ფსევდოლიბერალური ფრთა საკმაოდ სერიოზულ პრობლემებს განიცდის მთელ რიგ ქვეყნებში“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.