გია ვოლსკი – ევროპარლამენტის კონფიგურაცია არ არის მნიშვნელოვნად შეცვლილი, მნიშვნელობა აქვს იმას, რომ რიგ ქვეყნებში, განსაკუთრებით, საფრანგეთსა და გერმანიაში, ამ კონსერვატიულმა მიდგომებმა გაიმარჯვა

16:19, 10.06.2024

ევროპარლამენტის კონფიგურაცია მნიშვნელოვნად არ არის შეცვლილი. აქ მნიშვნელობა აქვს იმას, რომ მთელ რიგ ქვეყნებში, განსაკუთრებით, საფრანგეთსა და გერმანიაში, სწორედ ამ კონსერვატიულმა მიდგომებმა და ხედვამ გაიმარჯვა, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა.

ვოლსკის თქმით, ეს არის რეალობა, რომელმაც თვალი უნდა გავუსწოროთ.

„ამ საკითხებთან დაკავშირებით არავითარი ჟივილ-ხივილი არ გვაქვს, მაგრამ ფაქტია, რომ ფსევდოლიბერალური ფრთა საკმაოდ სერიოზულ პრობლემებს განიცდის მთელ რიგ ქვეყნებში“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.

მსგავსი