„პოლიტიკო“ - ევროპარლამენტში ევროკომისიის ახალი შემადგენლობის თაობაზე შეთანხმებას მიაღწიეს
ევროპარლამენტში ევროკომისიის ახალი შემადგენლობის თაობაზე შეთანხმებას მიაღწიეს. ამის შესახებ „პოლიტიკოს“ მაღალჩინოსნებმა ანონიმურობის დაცვით განუცხადეს.
ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა ჯერ კიდევ სექტემბერში თანამდებობაზე ექვსი აღმასრულებელი ვიცე-პრეზიდენტი წარადგინა: ტერეზა რიბერა ესპანეთიდან, ჰენა ვირკკუნენი ფინეთიდან, სტეფან სეჟურნე საფრანგეთიდან, კაია კალასი ესტონეთიდან, როქსანა მინზატუ რუმინეთიდან და რაფაელე ფიტო იტალიიდან. შემოწმების პროცესი შეჩერებული იყო ევროკომისრის ექვსივე კანდიდატურასა და ოლივერ ვარჰეისთვის.
მათ თანამდებობაზე დანიშვნას მემარჯვენე-ცენტრისტული „ევროპის სახალხო პარტია“ და სოციალისტებისა და დემოკრატების პროგრესული ალიანსები ეწინააღმდეგებოდნენ. სოციალისტებისა და დემოკრატების გუნდი უკმაყოფილო იყო იმის გამო, რომ იტალიის მემარჯვენე კანდიდატ ფიტოს მაღალი პოზიცია ჰქონდა მინიჭებული, ხოლო მემარჯვენე-ცენტრისტული „ევროპის სახალხო პარტია“ ეჭვქვეშ აყენებდა ესპანეთის კანდიდატის, რიბერას შესაბამისობას. სწორედ ამ მიზეზის გამო ვერ მოხერხდა ევროკომისიის შემადგენლობის დამტკიცება.
ევროპარლამენტის კომიტეტებში კანდიდატების მოსმენა 4-12 ნოემბერს გაიმართა.
ევროკომისრების ახალი შემადგენლობის დამტკიცების შემდეგ ურსულა ფონ დერ ლაიენის ახალი გუნდი საქმიანობას დეკემბრიდან შეუდგება.