გია ცეცაძემ 21-წლამდელების შემადგენლობა საგრძნობლად შეცვალა
გია ცეცაძემ 21-წლამდელების შემადგენლობა საგრძნობლად შეცვალა

გია ცეცაძემ შემადგენლობა დაასახელა. ცნობილია, რომ საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები 19 იანვარს თურქეთის ქალაქ ლარაში გაემგზავრება, სადაც ხუთდღიან შეკრებას გაივლის, ხოლო 23 იანვარს ამხანაგურ მატჩსაც აზერბაიჯანის ახალგაზრდულ ნაკრებთან ჩაატარებენ.

შეგახსენებთ, რომ ეს მატჩი ამ გუნდის მთავარი მწვრთნელის პოსტზე გია ცეცაძის სადებიუტო შეხვედრა იქნება.

თურქეთში შემდეგი ფეხბურთელები გაემგზავრებიან:

მეკარეები: ლევან შოვნაძე (დინამო ბთ), გიორგი ჩოჩიშვილი (ზლატე მორავცე, სლოვაკეთი);

მცველები: გურამ გიორბელიძე (ბოლნისის სიონი), ლუკა გადრანი (ცხინვალი), დავით კობოური (დინამო თბ), ირაკლი კომახიძე (ლოკომოტივი), ანრი ჭიჭინაძე (ტორპედო), რომან ჩაჩუა (სამტრედია), გიორგი ქანთარია (ნემანი, ბელარუსი), ლუკა ნადირაძე (ოლიმპიკი, უკრაინა).

ნახევარმცველები: გიორგი ხარებაშვილი, ნიკა ბაშელეიშვილი, ირაკლი რუხაძე (სამივე – თელავი), აკაკი შულაია, გიორგი კუცია (ორივე – თბილისის დინამო), გიორგი კიკნაძე, დავით სამურკასოვი (ორივე – ლოკომოტივი), ლევან მაჭარაშვილი (სტუმბრასი, ლიტვა), ირაკლი კამლაძე (ვიტ ჯორჯია).

თავდამსხმელები: ბექა მიქელთაძე (რუსთავი), ვატო არველაძე (ლოკომოტივი), გაბრიელ საღრიშვილი (სამგურალი), პაატა ღუდუშაური (ვიტ ჯორჯია).

ცნობისათვის, პირველად მოხდა, რომ ახალგაზრდულ ნაკრებში ყველაზე მეტი ნახევარმცველი არა რომელიმე ლიდერი გუნდიდან, არამედ, ეროვნული ლიგა 2-იდან მიიწვიეს – ”თელავი” ამ კუთხით გამორჩეულია. თვალშისაცემია ისიც, რომ ცეცაძემ არ მიიწვია რამდენიმე ფეხბურთელი, რომელთაც მისი წინამორბედი გია გეგუჩაძე სისტემატურად ათამაშებდა. ცეცაძემ 21-წლამდელების შემადგენლობა საგრძნობლად შეცვალა.