ჩრდილოეთ მაკედონია - საქართველო პირველ არხზე - 21-წლამდელებს გორდეზიანის შემდეგ, იობაშვილიც გამოაკლდა #1TVSPORT
ჩრდილოეთ მაკედონია - საქართველო პირველ არხზე - 21-წლამდელებს გორდეზიანის შემდეგ, იობაშვილიც გამოაკლდა #1TVSPORT

საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები 16 ნოემბერს წლის ბოლო მატჩს სკოპიეში გამართავს. რამაზ სვანაძის გუნდი ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო რაუნდის ჯგუფურ ეტაპზე ჩრდილოეთ მაკედონიის 21-წლამდე გუნდს დაუპირისპირდება.

ჩრდილოეთ მაკედონიის ფეხბურთის ფედერაციის ტექნიკური ცენტრის მოედანზე, საქართველოს ახალგაზრდულმა ნაკრებმა დღეს მატჩისწინა ვარჯიში გამართა. სამწუხარო ამბავია – ვასილიოს გორდეზიანის შემდეგ, 21-წლამდელებს მეორე თავდამსხმელი, „დინამო თბილისის“ ფორვარდი ჯადული იობაშვილიც გამოაკლდათ.

საქართველოს 21-წლამდე ნაკრებმა მიმდინარე საკვალიფიკაციო ციკლის ბოლო ორი მატჩი ბათუმში, ნიდერლანდების და შვედეთის ახალგაზრდული გუნდების წინააღმდეგ ჩაატარა. ნიდერლანდებთან მარცხის შემდეგ, შვედეთთან საგრძნობი უპირატესობის ფონზე გამართული მატჩი ფრედ – 0:0 დასრულდა.

ოტხი მატჩის შემდეგ, საქართველოს და შვედეთის ახალგაზრდული გუნდები ჯგუფში 7 ქულით მეორე და მესამე ადგილს იკავებენ, ხოლო პირველადგილოსან ნიდერლანდებს 12 ქულა აქვს.

ჩრდილოეთ მაკედონიის 21-წლამდე ნაკრებს ჩვენი ახალგაზრდული გუნდი 16 ნოემბერს, თბილისის დროით 16:00 საათზე დაუპირისპირდება. სკოპიედან შეხვედრის პირდაპირ რეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ.