ევროპის ლიგაზე „სამტრედიას“ სრული განაცხადი მხოლოდ გუშინ საღამოს გახდა ცნობილი. საქართველოს ჩემპიონატის მესამეადგილოსანი კოსტანაის „ტობოლთან“ 23 მოთამაშით ემზადება.
მეკარეები: სერგეი პოგორელი, დავით კუპატაძე, ილია სტურუა;
მცველები: გიორგი ახალაძე, ვაკო ბაჩიაშვილი, რომან ჩაჩუა, ივან ფატიჩი, ჯემალ გოგიაშვილი, გიორგი გურული, გიორგი ჯგერენაია, გივი ქარქუზაშვილი, დმიტრო ულიანოვი;
ნახევარმცველები: ინტერს გიი, ავტო ენდელაძე, შოთა კერძევაძე, ჯაბა ლიპარტია, ოთარ მამასახლისი, ანატოლი მესიაჩენკო;
თავდამსხმელები: მაიკლ ოლაიტანი, ზაურ ხაბეიშვილი, ლაშა კუჭუხიძე, თამაზ მაქაცარია, გიორგი ფანცულაია.
ევროპალიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპზე „ტობოლთან“ მატჩამდე „სამტერდიას“ მთავარმა მწვრთნელმა, გია ცეცაძემ მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრა.
„ოთხი დღეა, რაც გუნდში ვარ, ბევრი ფეხბურთელი შეიცვალა და ჩვენი მიზანია, მაქსიმალური შედეგი ვაჩვენოთ, მაგრამ ჩვენი საკადრო პრობლემები ყველასათვის ცნობილია. მთავარია, თავი არ უნდა შევირცხვინოთ. ცუდი მოთამაშეები არ მყავს და წინააღმდეგობის გაწევა არსებული რესურსით უნდა მოვახერხოთ. „ტობოლი“ კარგად შევისწავლეთ და რამდენად მოვახერხებთ ამ ინფორმაციის მოედანზე გადატანას, ესაა მთავარი“, – ამბობს ცეცაძე.