სანაკრებო პაუზაზე „სამტრედიამ“ და ბოლნისის „სიონმა“ ამხანაგური მატჩი გამართეს, რომელიც ბოლნისელთა გამარჯვებით დასრულდა 3:1.
„სიონიდან“ თავი გამოიჩინეს თორნიკე მუმლაძემ, ნიკა აბულაძემ და ნიკა ღამბარაშვილმა, ხოლო „სამტრედიიდან“ ერთადერთი გოლი თავდამსხმელმა ვანო ჩარგეიშვილმა გაიტანა.
„სამტრედია“ ჩემპიონატის აგნახლებამდე კიდევ ორ საკონტროლო შეხვედრას გამართავს. დიმიტარ კაპინკოვსკის გუნდი 9 სექტემბერს „თელავს“ დაუპირისპირდება, ხოლო 12 სექტემბერს – „სპაერს”. ორივე მატჩი თბილისში გაიმართება.
ეროვნულ ლიგებში თამაშები სანაკრებო პაუზის შემდეგ განახლდება. ბოლნისის „სიონი“ ეროვნული ლიგა 2-ში 16 სექტემბერს, მარტვილის „მერანს“ ესტუმრება, ხოლო „სამტრედია“ ეროვნულ ლიგაში 17 სექტემბერს, ქობულეთის „შუქურას“ უმასპინძლებს.