გია ცაგარეიშვილი - საქართველოში ელექტრონული არჩევნების დამკვიდრების საქმეში უშუალოდ აშშ-ის ელჩი იყო ჩართული
გია ცაგარეიშვილი - საქართველოში ელექტრონული არჩევნების დამკვიდრების საქმეში უშუალოდ აშშ-ის ელჩი იყო ჩართული

საქართველოში ელექტრონული არჩევნების დამკვიდრების საქმეში უშუალოდ იყო ჩართული კელი დეგნანი, ის მოგვიწოდებდა ამისკენ, გავიდა ერთი წელი, ახლა ამბობს, რომ შეერთებულ შტატებშიც არის ამის პრობლემა. აშშ-ში ამის პრობლემა კი არ არის, იქ იყო ფოსტით გაგზავნილი ხმების პრობლემა, – ამის შესახებ უმრავლესობის წევრმა, გია ცაგარეიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც გია ცაგარეიშვილმა აღნიშნა, ფლორიდის, ჯორჯიის შტატში, სადაც ყოფილ პრეზიდენტ ტრამპს ახლა დიდი პრობლემები აქვს, სწორედ ფოსტით გაგზავნილი ხმების დათვლაშია პრობლემა და არა – ელექტრონული სისტემით ჩატარებულ ხარვეზში.

მისივე თქმით, სიმართლე ბოლომდე უნდა ითქვას ხოლმე, ნახევრად ნათქვამი სიმართლე ცოტა უხერხულია, ვისგანაც არ უნდა მომდინარეობდეს.

„ჩვენ გავიზიარეთ აშშ-ის, ევროკავშირის, ასევე სხვა მსხვილი არასამთავრობო ორგანიზაციების რჩევები და დავამკვიდრეთ საარჩევნო კანონმდებლობაში ელექტრონული წესით არჩევნები, რომელიც გამოიცადა რამდენჯერმე რამდენიმე ოლქსა და უბანში. მივიღეთ ბრწყინვალე შედეგები და, შესაბამისად, დავნერგეთ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებიდან. ეს არის ძალიან დიდი მიღწევა, ევროკავშირის ზოგიერთ წევრ ქვეყანასაც კი არ აქვს ამგვარი მიღწევა, საკმაოდ დიდი პერიოდი და ათობით მილიონი ლარი დაიხარჯა ამ რეფორმაში. იყო სრული ინსინუაციაა „ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან გავრცელებული, რომლებმაც აიტაცეს ელჩის ნათქვამი და წარმოჩინდა ისე, თითქოს ერთი სერვერიდან წარიმართება არჩევნები, რაც არასწორია. ჩვენ ერთ სერვერზე არ გადავედით, რადგან იყო რუსული ჰაკერული თავდასხმების საფრთხე, რომლისგანაც თავი ვერ აირიდა ვერც აშშ-მა, ვერც დიდმა ბრიტანეთმა, ვერც ევროკავშირმა, ამიტომ ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ ყოფილიყო გამხოლოებული ყოველი უბანი, ანუ ამომრჩეველი, რომელიც კონკრეტულ უბანზე მისცემს ხმას, დარწმუნებული უნდა იყოს, რომ მისი ხმა ერთგვარად ერთ სერვერში არ იქნება მოთავსებული, სადაც შეიძლება, შეჭრა მოხდეს, სადაც შეიძლება, რაიმე სახის ზემოქმედება მოხდეს, ეს არის გამორიცხული“, – განაცხადა ცაგარეიშვილმა.