ღაზის მთავარ საავადმყოფოსთან, ალ-შიფასთან აფეთქება მოხდა
ღაზის მთავარ საავადმყოფოსთან, ალ-შიფასთან აფეთქება მოხდა

ქალაქ ღაზის მთავარ საავადმყოფოსთან, ალ-შიფასთან აფეთქების ხმა გაისმა. პალესტინის წითელი ჯვრის საზოგადოება საავადმყოფოს ტერიტორიიდან დაზიანებული სასწრაფო დახმარების ავტომობილის ფოტოს აქვეყნებს.

გავრცელებული ცნობით, სასწრაფო დახმარების ეკიპაჟები რაფას საზღვრისპირა ტერიტორიებიდან ბრუნდებოდნენ, სადაც დაშავებული პალესტინელები გადაჰყავდათ, რა დროსაც მათზე დარტყმა განხორციელდა.

პალესტინის ადგილობრივი ჯანდაცვის სამინისტრო აფეთქების შედეგად დაღუპულებისა და დაშვებულების შესახებ იუწყება.