ღაზის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, ღაზაში ისრაელის თავდასხმის შედეგად ჰუმანიტარული დახმარების მოლოდინში მყოფი, სულ მცირე, 29 ადამიანი დაიღუპა, 155 კი დაშავდა
„ჰამასის“ მიერ მართული ღაზის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ღაზაში ისრაელის ორი ცალკეული თავდასხმის შედეგად ჰუმანიტარული დახმარების მოლოდინში მყოფი, სულ მცირე, 29 ადამიანი დაიღუპა. ამის შესახებ „როიტერი“ წერს.
როგორც ღაზის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციაშია აღნიშნული, რვა ადამიანი ღაზის ცენტრალურ ნაწილში, ჰუმანიტარული დახმარების განაწილების ცენტრზე საჰაერო თავდასხმის დროს დაიღუპა, ხოლო ჩრდილოეთ ნაწილში ისრაელის მიერ ცეცხლსასროლი იარაღით თავდასხმას კი, სულ მცირე, 21 ადამიანი ემსხვერპლა.
მათივე ცნობით, დაშავებულია 155 ადამიანი.