ღაზას სექტორთან დაკავშირებით, საფრანგეთი ისრაელს „მაქსიმალური თავშეკავებისკენ“ მოუწოდებს
ღაზას სექტორთან დაკავშირებით, საფრანგეთი ისრაელს „მაქსიმალური თავშეკავებისკენ“ მოუწოდებს

ღაზას სექტორთან დაკავშირებით, საფრანგეთი ისრაელს „მაქსიმალური თავშეკავებისკენ“ მოუწოდებს, – ამის შესახებ საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაშია ნათქვამი.

„საფრანგეთი გამოთქვამს ღრმა შეშფოთებას ბოლო დღეებში ღაზას სექტორში მომხდარ სერიოზულ ინციდენტებთან დაკავშირებით. საფრანგეთი ახსენებს ისრაელის ხელისუფლებას თავის ვალდებულებას, დაიცვას სამოქალაქო პირები და სთხოვს მას, იმოქმედოს მაქსიმალური თავშეკავებით“, – ნათქვამია საფრანგეთის საგარეო უწყების განცხადებაში.

განცხადებაში ასევე საუბარია პალესტინელების უფლებაზე მშვიდობიანი აქციების ჩატარებასთან დაკავშირებით.

30 მარტს ისრაელ-ღაზას სასაზღვრო ზონაში ისრაელის არმიის წევრებმა აქციის მონაწილეებს ცეცხლი გაუხსნეს. ინციდენტის შედეგად 16 ადამიანი დაიღუპა. პალესტინელები ე.წ. „დაბრუნების მარშს“ მართავენ.

ისრაელში აცხადებდნენ, რომ პალესტინელებმა სასაზღვრო უსაფრთხოების ღობის გადალახვა სცადეს.