ღაზას სექტორის საზღვართან ისრაელის უსაფრთხოების ძალებთან შეტაკებას 52 პალესტინელი ემსხვერპლა - ფოტოამბავი
ღაზას სექტორის საზღვართან ისრაელის უსაფრთხოების ძალებთან შეტაკებას 52 პალესტინელი ემსხვერპლა, 1200-ზე მეტი დაშავებულია. გარდაცვლილთა შორის არიან მოზარდებიც.
ღაზას სექტორის საზღვართან „დაბრუნების მარშის“ ფარგლებში საპროტესტო გამოსვლები მარტის შუა რიცხვებიდან, ყოველ პარასკევს იმართება.
დღეს პალესტინელთა საპროტესტო აქცია იერუსალიმში აშშ-ის საელჩოს გახსნის ცერემონიის გამო განახლდა.