ღაზას სექტორის საზღვართან ისრაელის სამხედროებმა პალესტინელებს ცეცხლი გაუხსნეს
ღაზას სექტორის საზღვართან ისრაელის სამხედროებმა პალესტინელებს ცეცხლი გაუხსნეს. პალესტინის ადმინისტრაციის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, სროლის შედეგად 20 ადამიანია დაჭრილი. იერუსალიმში აშშ-ის საელჩოს გახსნამდე, ისრაელის საზღვართან რამდენიმე ათასი პალესტინელი საპროტესტო აქციას მართავს. რამდენიმე ათეულმა პალესტინელმა, რომლებიც უსაფრთხოების ღობის მეორე მხარეს მდგომ ისრაელის ჯარისკაცებს ქვებს ესროდნენ, სასაზღვრო კედელთან მიახლოება და ისრაელის კონტროლირებულ ტერიტორიაზე გადასვლა სცადა.
ისრაელში ამბობენ, რომ საზღვრის გადალახვის უკანონო მცდელობას ნებისმიერ ფასად შეაჩერებენ. თავის მხრივ პალესტინელები აცხადებენ, რომ ტერიტორიას არასდროს დათმობენ.
ღაზას სექტორის მცხოვრებთა უმრავლესობა 1948 ლის ომის ლტოლვილების შთამომავალია.