გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი ჯამალ ხაშოგის სავარაუდო მკვლელობის გამო, საუდის არაბეთში აღარ ჩავა
გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი ჯამალ ხაშოგის სავარაუდო მკვლელობის გამო, საუდის არაბეთში აღარ ჩავა

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი საუდის არაბეთში აღარ ჩავა. ჰაიკო მაასმა ვიზიტი სტამბოლში საუდის არაბეთის საკონსულოში გაუჩინარებული ჟუნრალისტის, ჯამალ ხაშოგის საქმის გამო გადადო.

საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, ბერლინი დაელოდება ხაშოგის საქმესთან დაკავშირებით ერ-რიადის განცხადებას.

ჯამალ ხაშოგი 2 ოქტომბერს, სტამბოლში მდებარე საუდის არაბეთის საკონსულოში შესვლის შემდეგ გაუჩინარდა. ის სტამბოლში, წარმოშობით თურქ საცოლესთან ერთად იმყოფებოდა. საკონსულოში კი, პირველ მეუღლესთან განქორწინების დოკუმენტების გასაფორმებლად იყო დაბარებული. ჯამალ ხაშოგის საცოლემ დახმარებისთვის თურქ სამართალდამცველებს მას შემდეგ მიმართა, რაც საკონსულოს შესასვლელთან 5- საათიანი ლოდინის შემდეგ, მასთან ერთ-ერთი თანამშრომელი გამოვიდა და აცნობა, რომ მისმა საქმრომ შენობა უკვე დატოვა.