გერმანული მედიის ცნობით, გერმანიამ უკრაინას სამხედრო შეიარაღების დიდი პაკეტი ფარულად გადასცა
გერმანული მედიის ცნობით, გერმანიამ უკრაინას სამხედრო შეიარაღების დიდი პაკეტი ფარულად გადასცა

გერმანიამ უკრაინას სამხედრო შეიარაღების დიდი პაკეტი ფარულად გადასცა. გერმანული მედიის ინფორმაციით, ბერლინმა უკრაინას შეიარაღება ივნისის ბოლოს და ივლისის დასაწყისში გაუგზავნა.

სამხედრო დახმარების პაკეტი მოიცავს 39 ტანკს. უკრაინის არმიამ დამატებით მიიღო ათი ერთეული „ლეოპარდ 1ეი5“-ის ტიპის ტანკი და 20 ერთეული „მარდერის“ ტიპის ქვეითთა საბრძოლო მანქანა. ომის განმავლობაში გერმანიამ უკრაინას 120 ერთეული „მარდერი“ და 50 ერთეული განახლებული „ლეოპარდი“ გაუგზავნა. უკრაინამ ასევე მიიღო ორი დამატებითი ხიდის ამგები ტანკი, ორი დამატებითი საინჟინრო ტანკი, ორი საევაკუაციო ტანკი და ოთხი დამატებითი ნაღმების გამწმენდი ტანკი.

კრიტიკული ინფრასტრუქტურისა და ქალაქების დასაცავად გერმანიამ უკრაინას ასევე მიაწოდა დამატებითი „ირის-ტე ესელეს“ საჰაერო თავდაცვის სისტემა და „ირის-ტე ესელეს” საჰაერო თავდაცვის სისტემა. სამხედრო დახმარების პაკეტში ასევე ჩანს ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემა „ჰაიმარსი“.

მაისის დასაწყისში, თავის ამერიკელ კოლეგასთან, ლოიდ ოსტინთან მოლაპარაკების შემდეგ გერმანიის თავდაცვის მინისტრმა, ბორის პისტორიუსმა განაცხადა, რომ გერმანია აშშ-დან უკრაინაში სამი სარაკეტო-საარტილერიო სისტემის, „ჰაიმარსის“ მიწოდებისთვის საჭირო ფინანსურ ხარჯებს გადაიხდიდა.