გერმანიის თავდაცვის მინისტრი - ევროკავშირმა უნდა განიხილოს რუსული გაზის იმპორტის აკრძალვა
ევროკავშირმა უნდა განიხილოს რუსული გაზის იმპორტის აკრძალვა, – ამის შესახებ გერმანიის თავდაცვის მინისტრმა, ტელეკომპანია „აერდესთან“ ინტერვიუში განაცხადა.
კრისტინ ლამბრეხტის განცხადებით, უკრაინაში ჩადენილი დანაშაულები უპასუხოდ არ უნდა დარჩეს.
„როიტერის“ ინფორმაციით, ბერლინი აქამდე ეწინააღმდეგებოდა რუსეთიდან ენერგეტიკულ იმპორტზე ემბარგოს დაწესების მოწოდებას და ამბობდა, რომ გერმანიის და სხვა ევროპული ქვეყნების ეკონომიკა ძალიან არის დამოკიდებული რუსულ ბუნებრივ რესურსებზე. რუსეთი ევროპის გაზის საჭიროების 40 პროცენტს უზრუნველყოფს.