გერმანია უკრაინას „მარს 2“ ტიპის სამ ერთეულ ზალპური ცეცხლის რეაქტიულ სისტემას გადასცემს
გერმანია უკრაინას „მარს 2“ ტიპის სამ ერთეულ ზალპური ცეცხლის რეაქტიულ სისტემას გადასცემს

გერმანია უკრაინას „მარს 2“ ტიპის სამ ერთეულ ზალპური ცეცხლის რეაქტიულ სისტემას გადასცემს.

ამის შესახებ ქვეყნის თავდაცვის მინისტრმა კრისტინ ლამბრეხტმა უკრაინის საკონტაქტო ჯგუფის შეხვედრაზე განაცხადა.

აღნიშნული სისტემა ამერიკული უნივერსალური გამშვები დანადგარის MLRS-ის ევროპული მოდიფიკაციაა, რომელიც გერმანიის შეიარაღებაში 1990-იანი წლებიდან ირიცხება. „მარს 2“-ს მართვადი რაკეტების 70 კმ რადიუსზე გაშვება შეუძლია.