გერმანიის თავდაცვის მინისტრი ოდესაში ვიზიტის დროს, ქალაქის დაბომბვის გამო თავშესაფარში ორჯერ ჩაიყვანეს
გერმანიის თავდაცვის მინისტრი ოდესაში ვიზიტის დროს, ქალაქის დაბომბვის გამო თავშესაფარში ორჯერ ჩაიყვანეს

გერმანიის თავდაცვის მინისტრი ოდესაში ვიზიტის დროს, ქალაქის დაბომბვის გამო თავშესაფარში ორჯერ ჩაიყვანეს. პირველ ოქტომბერს, დაახლოებით 15:30 საათზე, კრისტინ ლამბრეხტი, თავის უკრაინელ კოლეგასთან, ალექსეი რეზნიკოვთან შეხვედრისას, იძულებული გახდა 45 წუთის განმავლობაში ჩასულიყო ბუნკერში საჰაერო თავდასხმის განგაშის გამო. მეორედ საჰაერო თავდასხმის განგაში გაისმა 2 ოქტომბერს, 01:00 საათისთვის და გერმანიის თავდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელი იძულებული გახდა ჩასულიყო სასტუმროს ბუნკერში, სადაც ის იმყოფებოდა. კრისტინ ლაბრეხტი სასტუმროს ოთახში 20 წუთის შემდეგ დაბრუნდა.

უსაფრთხოების მიზნით, მან უკრაინაში გამგზავრებამდე მობილური ტელეფონი ჩააბარა, რათა მისი ადგილსამყოფელის დადგენა ვერ მოხერხებულიყო.

ოდესა რეგულარულად იბომბება რუსული არმიის მიერ როგორც რაკეტებით, ასევე უპილოტო თვითმფრინავებით.