გერმანიის შს მინისტრი აცხადებს, რომ თანამდებობიდან გადადგება
გერმანიის შს მინისტრი აცხადებს, რომ თანამდებობიდან გადადგება

გერმანიის შინაგან საქმეთა მინისტრმა, ჰორსტ ზეეჰოფერმა განაცხადა, რომ  თანამდებობიდან გადადგება. ამის შესახებ პოლიტიკოსმა გერმანულ მედიასთან ისაუბრა. მიზეზი მიგრაციულ პოლიტიკასთან დაკავშირებით არსებული პოლიტიკური კრიზისია.

გერმანიის მიგრაციულ პოლიტიკასთან დაკავშირებით საპარლამენტო კოალიცია უკვე რამდენიმე კვირაა განხეთქილების ზღვარზეა. ჰორსტ ზეეჰოფერისქრისტიანულ-სოციალურმა კავშირმა“ ანგელა მერკელის „ქრისტიანულ-დემოკრატიულ“ პარტიასთან ფორმირებული კოალიციიდან გასვლით რამდენიმე კვირის წინ დაიმუქრა.

მიგრაციულ პოლიტიკასთან დაკავშირებით განსხვავებული პოზიციების გამო მხარეები უკვე დიდი ხანია ვერ ახერხებენ შეთანხმებას. 28-29 ივნისს გამართული ევროკავშირის სამიტის შემდეგ ანგელა მერკელსა და ჰორსტ ზეეჰოფერს შორის შეხვედრა გაიმართა. თუმცა გერმანიის შინაგან საქმეთა მინისტრმა კანცლერთან საუბრის შემდეგ განაცხადა, რომ შეხვედრა უშედეგოდ დასრულდა.