გერმანიის შს მინისტრი - საქართველოზეა დამოკიდებული, შეინარჩუნებს თუ არა ვიზალიბერალიზაციას
გერმანიის შს მინისტრი - საქართველოზეა დამოკიდებული, შეინარჩუნებს თუ არა ვიზალიბერალიზაციას

საქართველომ იცის, რომ თუ რიცხვები შესამჩნევად გაიზრდება, ჩვენ ავამოქმედებთ შეჩერების მექანიზმს, შესაბამისად, საქართველოზეა დამოკიდებული, შეინარჩუნებს თუ არა ვიზალიბერალიზაციას, – ამის შესახებ გერმანიის შინაგან საქმეთა მინისტრმა ტომას დე მაიზიერმა მიუნხენში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ მიხეილ ჯანელიძესთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

„ახლახან შევხვდი საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს და მან მადლობა გადაგვიხადა მხარდაჭერისთვის, როგორც წარმოგიდგენიათ, საუბრისას მე როგორც შს მინისტრი, უფრო მეტად აქტიური ვიყავი. საბოლოოდ, ჩვენ ვიპოვეთ გამოსავალი, მათ შორის შეჩერების მექანიზმის საკითხზე.

საქართველომ იცის, რომ თუ რიცხვები შესამჩნევად გაიზრდება, ჩვენ ავამოქმედებთ შეჩერების მექანიზმს, შესაბამისად, საქართველოზეა დამოკიდებული, შეინარჩუნებს თუ არა ვიზალიბერალიზაციას.

ჩვენ შეგვიძლია დაველოდოთ, მაგრამ რიცხვის ზრდა არის შეშფოთების საგანი. ასევე გვაშფოთებს კრიმინალის ზრდა, საქართველოს შემთხვევაში, ეს რიცხვი იმაზე მაღალია, ვიდრე სხვა ქვეყნებიდან, ასე რომ საქართველოს დიდი სამუშაო აქვს, ჩვენ ერთად დიდი სამუშაო გვაქვს“, – განაცხადა გერმანიის შინაგან საქმეთა მინისტრმა.