რუსეთის პრეზიდენტმა განახლებული მიგრაციული პოლიტიკა დაამტკიცა
რუსეთის პრეზიდენტმა განახლებული მიგრაციული პოლიტიკა დაამტკიცა

რუსეთის პრეზიდენტმა განახლებული მიგრაციული პოლიტიკა დაამტკიცა. როგორც ვლადიმერ პუტინმა რუს თანამემამულეთა მსოფლიო კონგრესზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, მიგრაციული პოლიტიკის ახალი კონცეფცია რუსეთის მოქალაქეობის მიღებას გაამარტივებს.

ვლადიმერ პუტინის თქმით, რუსეთი მზად არის, დაცვითა და თავშესაფრით უზურნველყოს საზღვარგარეთ მცხოვრები თანამემამულეები, რომლებსაც უკანონოდ დევნიან. რუსეთის პრეზიდენტის მონაცემებით, თანამემამულეთა ნებაყოფლობით გადასახლების პროგრამის 12-წლიანი მოქმედების განმავლობაში, რუსეთში დაახლოებით 800 ათასი ადამიანი დასახლდა.

ამასთან, პუტინმა აღნიშნა, რომ რუსეთი ღია უნდა დარჩეს იმ უცხოელებისთვის, რომლებიც მას თავიანთ და თავისი შვილების მომავალს არ უკავშირებენ და არ აპირებენ რუსეთის საზოგადოებაში სრულად ინტეგრაციას.

დოკუმენტის თანახმად, ყოველწლიურად რუსეთში დაახლოებით 10 მილიონი უცხოელი იმყოფება, შრომითი მიგრანტების საშუალო რაოდენობა კი დაახლოებით სამი მილიონია.

დოკუმენტში ნათქვამია, რომ მოსახლეობის მატების მთავარი წყარო რუსეთის შიგნით შობადობა უნდა გახდეს, მიგრაციული პოლიტიკა კი დემოგრაფიული პრობლემებისა და მათთან დაკავშირებული ეკონომიკური პრობლემების მოგვარების დამხმარე ინსტრუმენტად არის მოხსენიებული.