გერმანიის საგარეო უწყება - წლის მიწურულამდე ცოტა ხნით ადრე, რუსეთმა კიდევ ერთხელ დაატეხა თავს ტერორი უკრაინას, 2024 წელსაც ჩვენ ერთი სანტიმეტრითაც არ მოვშორდებით უკრაინას
გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრო უკრაინას რუსეთის მიერ განხორციელებული მასშტაბური სარაკეტო თავდასხმის შემდეგ, მხარდაჭერას უცხადებს.
ამის შესახებ გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს სოციალურ გვერდზეა აღნიშნული.
„წლის მიწურულამდე ცოტა ხნით ადრე, რუსეთმა კიდევ ერთხელ დაატეხა თავს ტერორი უკრაინას. 100-ზე მეტმა რაკეტამ და დრონმა გაანადგურა მათ შორის, სამშობიარო სახლი. 2024 წელსაც ჩვენ ერთი სანტიმეტრითაც არ მოვშორდებით უკრაინას და მის გვერდით ვიდგებით“, – ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.