გერმანიის საგარეო უწყება – წლის მიწურულამდე ცოტა ხნით ადრე, რუსეთმა კიდევ ერთხელ დაატეხა თავს ტერორი უკრაინას, 2024 წელსაც ჩვენ ერთი სანტიმეტრითაც არ მოვშორდებით უკრაინას
გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრო უკრაინას რუსეთის მიერ განხორციელებული მასშტაბური სარაკეტო თავდასხმის შემდეგ, მხარდაჭერას უცხადებს.
ამის შესახებ გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს სოციალურ გვერდზეა აღნიშნული.
„წლის მიწურულამდე ცოტა ხნით ადრე, რუსეთმა კიდევ ერთხელ დაატეხა თავს ტერორი უკრაინას. 100-ზე მეტმა რაკეტამ და დრონმა გაანადგურა მათ შორის, სამშობიარო სახლი. 2024 წელსაც ჩვენ ერთი სანტიმეტრითაც არ მოვშორდებით უკრაინას და მის გვერდით ვიდგებით“, – ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.
Kurz vor dem Jahreswechsel bringt Russland erneut Terror über die ganze #Ukraine. Mehr als 100 Raketen & Drohnen haben u.a. eine Geburtsklinik zerstört, Menschen aus dem Alltag in den Tod gerissen. Auch 2024 rücken wir keinen Zentimeter von der Seite der 🇺🇦. #StandWithUkraine
— Auswärtiges Amt (@AuswaertigesAmt) December 29, 2023