გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი - თურქეთსა და საბერძნეთს ხმელთაშუა ზღვის აღმოსავლეთ ნაწილთან დაკავშირებული დაპირისპირების მოგვარება სამხედრო მეთოდებით არ სურთ
გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი - თურქეთსა და საბერძნეთს ხმელთაშუა ზღვის აღმოსავლეთ ნაწილთან დაკავშირებული დაპირისპირების მოგვარება სამხედრო მეთოდებით არ სურთ

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი, ჰეიკო მაასი საბერძნეთისა და თურქეთის წარმომადგენლებს შეხვდა. ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ ავრცელებს.

გერმანიის საგარეო უწყების ხელმძღვანელის განცხადებით, თურქეთსა და საბერძნეთს ხმელთაშუა ზღვის აღმოსავლეთ ნაწილთან დაკავშირებული დაპირისპირების მოგვარება სამხედრო მეთოდებით არ სურთ.

„ორივე მხარისგან მოვისმინე, რომ დიალოგისთვის მზადყოფნა არსებობს და ამიტომ ვფიქრობ, ამის მიღწევა შესაძლებელია. მჯერა, რომ თუ ორივე მხარე გულწრფელი განზრახვებით პირდაპირ საუბარს დაიწყებს, ვიპოვით პასუხს, რომელიც ორივე მხარისთვის მისაღები იქნება“, – განაცხადა მაასმა.

თურქეთის საგარეო მინისტრთან შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე მაასმა ასევე, აღნიშნა, რომ თურქეთი და ევროკავშირი ახლა გზაჯვარედინზე არიან და წლის ბოლოს ნათელი იქნება, როგორ განვითარდება მათი ურთიერთობა.