გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი - ევროკავშირმა რეაგირება უნდა მოახდინოს ალექსეი ნავალნის მოწამვლაზე და რუსეთს სანქციები დაუწესოს
გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი - ევროკავშირმა რეაგირება უნდა მოახდინოს ალექსეი ნავალნის მოწამვლაზე და რუსეთს სანქციები დაუწესოს

რუსეთისთვის სანქციების დაწესებას გვერდს ვეღარ ავუვლით, – ამის შესახებ გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ჰეიკო მაასმა განაცხადა.

მისი თქმით, ევროკავშირმა რეაგირება უნდა მოახდინოს რუსი ოპოზიციონერის, ალექსეი ნავალნის აკრძალული ნერვული აგენტით, „ნოვიჩოკით“ მოწამვლაზე და ქვეყანას სანქციები დაუწესოს.

„დარწმუნებული ვარ, სანქციებს გვერდს ვეღარ ავუვლით. სანქციები ყოველთვის მიზანმიმართული და პროპორციული უნდა იყოს, თუმცა საერთაშორისო ქიმიური იარაღის შესახებ კონვენციის ასეთი სერიოზული დარღვევა უპასუხოდ არ უნდა დარჩეს. ამ საკითხის გარშემო ევროკავშირში ერთი პოზიციაზე ვართ, – განაცხადა გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

დატოვე კომენტარი