გერმანიის მთავრობა ბელარუსის წინააღმდეგ ახალი სანქციების დაწესების ინიციატივით გამოდის
გერმანიის მთავრობა ბელარუსის წინააღმდეგ ახალი სანქციების დაწესების ინიციატივით გამოდის

გერმანიის მთავრობა ბელარუსის წინააღმდეგ ახალი სანქციების დაწესების ინიციატივით გამოდის. ინფორმაციას „დოიჩე ველე“ ავრცელებს.

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი ჰეიკო მაასი ბელარუსის პრეზიდენტს მიგრანტების „უსინდისოდ“ გამოყენებაში ადანაშაულებს.

„ლუკაშენკო უნდა მიხვდეს, რომ მისი გათვლები არ მუშაობს. ევროკავშირის დაშანტაჟება არ შეიძლება“, – განაცხადა ჰეიკო მაასმა.

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, ევროკავშირი მზადაა, იმოქმედოს იმ სხვა ქვეყნებთან მიმართებაში, რომლებიც მიგრანტების გადაყვანაში მონაწილეობს.

„არავის უნდა ჰქონდეს უფლება, დაუსჯელად მიიღოს მონაწილეობა ლუკაშენკოს არაადამიანურ ქმედებებში“, – აცხადებს გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი.