გერმანიის ქალაქ ჰანაუში თავდასხმების გამო ტრადიციული კარნავალი გააუქმეს
გერმანიის ქალაქ ჰანაუში თავდასხმების გამო ტრადიციული კარნავალი გააუქმეს

გერმანიის ქალაქ ჰანაუში მომხდარი სროლის გამო ტრადიციული კარნავალი გააუქმეს. ამის შესახებ გერმანული მედია, ადგილობრივი ხელისუფლების განცხადებაზე დაყრდნობით იუწყება.

​როგორც ცნობილია, ტრადიციული კარნავალი ქალაქში 22 თებერვალს უნდა გამართულიყო, თუმცა უსაფრთხოების მიზნით ადგილობრივმა ხელისუფლებამ მისი გაუქმება გადაწყვიტა.

როგორც ქალაქის მერმა განაცხადა, უკანასკნელ 24 საათში განვითარებული მოვლენები ქალაქის იტორიაში ყველაზე ტრაგიკული და სამწუხარო ფაქტია.

43 წლის გერმანელი მამაკაცი ორ ჩილიმბარს 19 თებერვლის ღამეს ცეცხლსასროლი იარაღით დაესხა თავს. ინციდენტის შედეგად ცხრა ადამიანი დაიღუპა. 20 თებერვლის დილას, თავდამსხმელი საკუთარ სახლში დაღუპული ნახეს. სახლში ასევე აღმოაჩინეს თავდამსხმელის დედის ცხედარი, რომელსაც ცეცხლსასროლი იარაღით აქვს ჭრილობები მიყენებული.

გერმანიის პრეზიდენტმა ქალაქ ჰანაუში მომხდარ მკვლელობებს ტერორისტული აქტი უწოდა.