გერმანიის პრეზიდენტმა ქალაქ ჰანაუში მომხდარ მკვლელობებს ტერორისტული აქტი უწოდა
გერმანიის პრეზიდენტმა ქალაქ ჰანაუში მომხდარ მკვლელობებს ტერორისტული აქტი უწოდა

გერმანიის პრეზიდენტმა ქალაქ ჰანაუში მომხდარ მკვლელობებს ტერორისტული აქტი უწოდა. ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერის განცხადებით, ქვეყნის ხელისუფლება არ შეასუსტებს ძალისხმევას, რომ ფედერალურ რესპუბლიკაში მშვიდობიანი თანაცხოვრება უზრუნველყოფილი იყოს.

გერმანიის პრეზიდენტმა დაშავებულებს სწრაფი გამოჯანმრთელება უსურვა.

„მე მხარს ვუჭერ ყველა იმ ადამიანს, ვისაც რასიზმის შედეგად მოტივირებული სიძულვილი ემუქრება. ისინი მარტო არ არიან. დარწმუნებული ვარ, რომ გერმანიაში უმეტესობა გმობს ამ დანაშაულს და რასიზმის, სიძულვილის და ძალადობის ყოველგვარ ფორმას“, – თქვა შტაინმაიერმა.

19 თებერვლის საღამოს, მამაკაცმა ჩილიმბარში ცეცხლი გახსნა, რის შემდეგაც კიდევ ერთი შეიარაღებული თავდასხმა განახორციელა. ინციდენტის შედეგად 10 ადამიანი დაიღუპა. მოგვიანებით, თავად თავდამსხმელიც დაღუპული აღმოაჩინეს.