გერმანიის ქალაქ ფრაიბურგში 44 ტონა შოკოლადი მოიპარეს.
ინფორმაციას ქალაქის პოლიცია ავრცელებს. ინციდენტი გვიან ღამით მოხდა.
სატვირთო ავტომობილები, რომლებშიც 44 ტონა შოკოლადი იყო მოთავსებული, ინდუსტრიული ზონის ავტოსადგურზე იყო გაჩერებული.
პოლიციამ ერთ-ერთი სატვირთო ავტომობილი მაგისტრალზე იპოვა, მეორე ავტომობილი კი – ქალაქ ლართან.
გამტაცებელმა 22 ტონა შოკოლადის მოპარვა და მიმალვა მოახერხა.
მომხდართან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება.