გერმანიის ქალაქ ფრაიბურგში 44 ტონა შოკოლადი მოიპარეს

18:28, 29.01.2018

გერმანიის ქალაქ ფრაიბურგში 44 ტონა შოკოლადი მოიპარეს.

ინფორმაციას ქალაქის პოლიცია ავრცელებს. ინციდენტი გვიან ღამით მოხდა.

სატვირთო ავტომობილები, რომლებშიც 44 ტონა შოკოლადი იყო მოთავსებული, ინდუსტრიული ზონის ავტოსადგურზე იყო გაჩერებული.

პოლიციამ ერთ-ერთი სატვირთო ავტომობილი მაგისტრალზე იპოვა, მეორე ავტომობილი კი –  ქალაქ ლართან.

გამტაცებელმა 22 ტონა შოკოლადის მოპარვა და მიმალვა მოახერხა.

მომხდართან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება.

მსგავსი